მარკეტინგული კვლევები – დასაბუთებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ბაზრის შესახებ მონაცემების სისტემატიური შეგროვება, დამუშავება და ანალიზი.
სხვადასხვა ბაზრებზე მომხმარებელთა ქცევა განუწყვეტლივ იცვლება. კომპანიებმა მუდმივად თვალყური უნდა ადევნონ ბაზრის დინამიკას და ხელახლა განიხილონ განვითარების სტრატეგია, რათა გააუმჯობესონ თავისი საქმიანობა.
მარკეტინგული კვლევები ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც აუცილებელია ბიზნესის მართვისას სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
მარკეტინგული კვლევების ეფექტურობას უზრუნველყოფს რიგი პრინციპებისა: სისტემურობა, კომპლექსურობა, ობიექტურობა, ეკონომიურობა, რეგულარობა, ოპერატიულობა, მოქნილობა, სიზუსტე.
ვიყენებთ სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
PRADATA: ფასების მონიტორინგი
SHOPMETRICS:
SURVEO:
OKTELL (ქოლ-ცენტრი):
4SHOPPERS:
ნებისმიერი კვლევის ამოცანაა გადაწყვეტილების მიმღებთა უზრუნველყოფა მაქსიმალურად ზუსტი, სარწმუნო და რევალენტური ცოდნით. ამიტომ, როგორც მკვლევარები, ვცდილობთ, რომ ჩვენი მომსახურება მარკეტინგული კვლევების სფეროში მაქსიმალურად იყოს მორგებული იმ კითხვებს, რომლებითაც მოდიან ჩვენი კლიენტები.
– ხარისხობრივი კვლევები
გამოიყენება მომხმარებლის ფსიქოლოგიის, მისი ფასეულობების, ქცევის სიღრმისეული მოტივების, ბრენდის ემოციური აღქმის შესახებ ყველაზე სრული ინფორმაციის მისაღებად.
გამოიხატება მონაცემთა შეგროვებაში, ანალიზსა და ინტერპრეტაციაში იმაზე დაკვირვების გზით, რასაც ადამიანები აკეთებენ და ამბობენ.
– რაოდენობრივი კვლევები
იძლევა კლიენტის სამიზნე აუდიტორიის შესახებ მონაცემთა მიღების შესაძლებლობას. გამოიხატება აბსოლუტურ და ფარდობით სიდიდეებში. ბაზარზე რეალურ ვითარებას კვლევა ასახავს მხოლოდ დიდი რაოდენობის რესპოდენტების არსებობის შემთხვევაში. რესპოდენტები თავისი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლებით უნდა შეესაბამებოდნენ კლიენტის სამიზნე აუდიტორიას.
4Service-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიიღებთ დახმარებას თქვენი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრაში და არჩევითი ერთობლიობების შედგენის სხვადასხვა ვარიანტებს.
რაოდენობრივი კვლევები
ხარისხობრივი კვლევები
კომბინირებული კვლევები
კაბინეტური კვლევები
სოციალურ მედიაში მოსაზრებების / განწყობების მონიტორინგი
ჩვენ დაგიკავშირდებით და ვუპასუხებთ
ყველა თქვენს შეკითხვას
ჩვენ დაგიკავშირდებით და ვუპასუხებთ
ყველა თქვენს შეკითხვას