მოტივაციური Mystery Shopping (Motivational mystery shopping) არის სტიმულირების ინსტრუმენტი დამატებითი მომსახურების ან/და საქონლის შეთავაზების, კონკრეტული პროდუქტების გაყიდვების სტიმულირებისთვის.
თუ გსურთ უკვე ამ თვეში მიაღწიოთ გაყიდვების მომენტალურ ზრდას 30-50%-ით, თანამშრომლები ჩააბათ „თამაშში“ და მისცეთ მათ იმის მოტივაცია, რომ დამატებითი წინადადებებით მიმართონ თითოეულ კლიენტს (და არა ყოველ მეათეს), ჩვენ გთავაზობთ განუმეორებელ ინსტრუმენტს, რომლმაც 50-ზე მეტ უნიკალურ ვითარებაში დაადასტურა თავისი ეფექტურობა.
გაყიდვების სტიმულირება 4Service-სგან – იდუმალი მომხმარებელის მიერ შემოწმების ჩატარება შემდგომ ვინაობის გამხელით, ან „მოტივაციური იდუმალი მომხმარებელი“.
1. იდუმალი მომხმარებელი მიდის სავაჭრო წერტილში ჩვეულებრივი მყიდველის სახით, აფასებს მომსახურების ხარისხს.
2. გამყიდველი კონსულტირების დროს სთავაზობს საჭირო საქონელს/მომსახურებას.
3. იდუმალი მომხმარებელი თანხმდება ყიდვას.
4. ფარული კლიენტი ამხელს თავის ვინაობას, გამყიდველს ულოცავს სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას და აძლევს „იდუმალი მომხმარებელის ბონუსს“ (წინასწარ შეთანხმებულ პრიზს).
5. ოფციურად: იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი არ სთავაზობს საჭირო საქონელს, ფარული კლიენტი უმხელს თავის ვინაობას და აძლევს ფურცელს ინფორმაციით თანამშრომლებისთვის მიმდინარე აქციისა და პრიზის მიღების შესაძლებლობის პირობების შესახებ.
● დღესვე დააჩქაროს და გაზარდოს გაყიდვები.
● გაზარდოს პერსონალის ლოიალურობა დამსაქმებლის/პროდუქტის მიმართ.
● ჩააბას პერსონალი და შექმნას პროგრამის პოზიტიური იმიჯი, რომლიც მთლიანად მოტივაციისკენ იქნება მიმართული.
● ბუნებრიობა და პოზიტიურობა (თამაშის ფორმა: „დაიჭირე შენი ბონუსი“).
● მყისიერი უკუკავშირი გამყიდველისგან ვინაობის გამხელისას.
● ცენტრალური ოფისის ჩართულობა – პროგრამის შედეგების მიხედვით იწერება ანალიტიკური ანგარიშები, რომლებიც შეიცავს ქსელში მომსახურების შემდგომი განვითარების რეკომენდაციებს.
● პროგრამის ღიაობა – სავაჭრო წერტილის თითოეულ გამყიდველს/დირექტორს წვდომა აქვს პროექტის ონლაინ პლატფორმასთან და შეუძლია ნახოს საკუთარი შედეგები და ადგილი ქსელში.
● პროგრამის ოპერატიული გაშვება – ჩვენ მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ თქვენს დაკვეთას და სამი დღის განმავლობაში გავუშვათ პროგრამა
● ცნობადობის არარსებობა – ფარული მყიდველების როტაცია, პროექტში დიდი რაოდენობის ფარული კლიენტების ჩართვა.
● ჩვენი გამოცდილება: ჩვენ შევიმუშავებთ პროექტის მექანიკას, რომელიც პასუხობს თქვენს კონკრეტულ ამოცანასა და მიზნებს. ჩვენი დიზაინერები მოიფიქრებენ სერტიფიკატების/ჯილდოების დიზაინს.
● მყისიერი უკუკავშირი: შემოწმებიდან 24 საათის განმავლობაში მონაცემების ხელმისაწვდომობა on-line სისტემაში, რაც შესაძლებლობას აძლევს დამკვეთს, რომ მოახდინოს ოპერატიული რეაგირება და შესწორებები შეიტანოს თანამშრომელთა მუშაობაში.
გაყიდვების სტიმულირების საკითხის გადაწყვეტის ვარიანტია უნიკალური პროექტი (შემუშავებული კომპანიის 4Service მიერ): Sales bomb
გადაწყვეტილების ნაწილი შეიძლება იყოს ტრენინგები გაყიდვებზე.
ჩვენ დაგიკავშირდებით და ვუპასუხებთ
ყველა თქვენს შეკითხვას
ჩვენ დაგიკავშირდებით და ვუპასუხებთ
ყველა თქვენს შეკითხვას